მობილური ექსტენცია სტეფანწმინდაში

სტეფანწმინდაში, პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ჯიშიანი მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოვლა-პატრონობის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და კონსულტაციები გაუწიეს.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მე-2 წელია ხორციელდება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა, ამ დროის განმავლობაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი შემოიარეს და ათასობით ფერმერს გაუწიეს დახმარება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები