11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ 9 პირს პატიმრობა შეეფარდა

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ 9 პირს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხარეებს შორის შემდგარი საპროცესო შეთანხმების თანახმად მიიღო. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება სასამართლოს დღეს წარუდგინა. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. ისინი საპატიმრო დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებენ.
დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები