გია კორკოტაშვილი საგამოძიებო უწყებაში 2 საათზე მეტხანს იმყოფებოდა

გია კორკოტაშვილი დაკითხვაზე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე იყო დაბარებული.
“ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო უკვე დატოვა. ის საგამოძიებო უწყებაში 2 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.
კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ამ დროისთვის ვერ გააკეთებს.
დღესვე, დოლიძის საქმეზე გამოძიებას ჩვენებას „ქართველთა მარშის“ კიდევ ერთი ორგანიზატორი, გიორგი ონიანი მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები