“მართვის მოწმობის 100 -ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დღის განმავლობაში ასეულობით სამართალდარღვევის კლებაა”

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე სტატისტიკა თვის ბოლოს გამოქვეყნდება და საზოგადოება ქულათა სისტემის პირველ შედეგებს დეტალურად ნახავს .
მისივე თქმით, დღის განმავლობაში, ასეულობით სამართალდარღვევის კლებაა.
,,ყოველდღიურად, ჩვენ ვაჯამებთ სტატისტიკურ მონაცემებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრირება გარკვეულად გაამკაცრა საპატრულო პოლიციამ ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, გარკვეულ პრობლემურ დარღვევებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ავარიების წყარო იყო, მაგალითად, მობილურზე საუბარი, ასეულობით სამართალდარღვევის კლებაა დღის განმავლობაში. თუმცა ეს სტატისტიკა გამოქვეყნდება თვის ბოლოს და დეტალურად ნახავს საზოგადოება, რა არის ქულათა სისტემის პირველი შედეგები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების მონაცემების კუთხით, ბევრად დადებითი შედეგები აქვს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები