დავით ნარმანია: მთავრობა საპატრიარქოს მიწებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გადასცემს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საპატრიარქოსათვის სიმბოლურ ფასად მიწების გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიწებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გადასცემს.
დავით ნარმანიას განმარტებით, საპატრიარქოს მხრიდან მოთხოვნა ისეთ ტერიტორიებზე ვრცელდება, სადაც მიწის ნაკვეთებზე ეკლესია-მონასტრები დგას.
”სადაც ეკლესია-მონასტრები დგას, საპატრიარქოდან არის მოთხოვნა, ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კომისია და კომისიური გადაწყვეტილებების საფუძველზე, დედაქალაქის მთავრობა გადასცემს შესაბამის ტერიტორიებს საპატრიარქოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები