დავით ნარმანია: გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული
ითვალისწინებს თუ არა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასაფლაოების საკითხს, ასევე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2040 წლისთვის, თბილისში სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება?- ამ კითხვის პასუხად, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული.
”მნიშვნელოვანია ის, რომ გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული, ასევე, სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ასე რომ, ეს საკითხი გენგეგმაში გათვალისწინებულია, ისევე, როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, დეფიციტი არ გვექნება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.