პატრიარქის ექიმი: ილია მეორე რამდენიმე დღით გერგეტში დაისვენებს

კათოლიკოს-პატრიარქი დღეს გერგეტში დასასვენებლად გაემგზავრება და თბილისში მომავალ კვირაში დაბრუნდება.
როგორც პატრიარქის ექიმმა განაცხადა, ბოლო რამდენიმე კვირა ილია მეორისთვის განსაკუთრებით დატვირთული იყო, რამაც  მისი გადაღლა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მცირე პრობლემები და მაღალი არტერიული წნევა გამოიწვია.
როგორც მან აღნიშნა, ექიმების მეთვალყურეობის საჭიროება არ არის, ამიტომ პატრიარქი მათ გარეშე გაემგზავრება.
“მაღალი ტემპერატურაა. გადაღლის ფონზე, პატრიარქს მაღალი წნევა ჰქონდა და საჭირო იყო ამ ყველაფრის მოწესრიგება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველაფერი ეს ჩათავდა, ჩაცხრა და ახლა სტაბილური მდგომარეობაა”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები