ვიქტორ დოლიძე რუსი დეპუტატების თბილისში შესაძლო ჩამოსვლაზე: სამწუხაროდ, ვერავითარ შესაძლო შედეგს ვერ ვხედავ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაციის თბილისში შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
”არის ოკუპაციის შესახებ კანონი, არის ძალიან რთული, არასასურველი ვითარება, თუმცა ეს ქართულმა მხარემ არ განაპირობა, ეს აგრესორმა ​და ოკუპანტმა განაპირობა. ამიტომ თუკი ნებისმიერი შეთანხმება იქნება ეს, ვიზიტი თუ სხვა, იგი უნდა დაეფუძნოს მომზადებას, შედეგს, მომავალს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარ შესაძლო შედეგს ვერ ვხედავ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
რუსული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” მოწვევით, საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები