კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტში ამჟამად ქალაქის 2 საბავშო ბაღის სრული და 9 სოფლის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი, თანამედროვე საჯარო სკოლა აშენდა სოფელ თვალადში, კასპში მიმდინარეობს N1 საჯარო სკოლის მშენებლობა.
გზები მოასფალტდა კოდისწყაროსა და ლამისყანაში, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდინარე მტკვარზე მდებარე კასპი – კავთისხევის სამანქანე ხიდს, რომელიც გადაადგილებისთვის უკვე საფრთხის შემცველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები