ნინო გვენეტაძე: ევროპის საბჭოს პროექტი “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ევროპის საბჭოს პროექტის – “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ოფიციალურ გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს პროექტი – “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება. მისივე თქმით, საკითხები ეხმიანება სასამართლო ხელისუფლების მიერ სულ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ მართლმსაჯულების 5 -წლიანი სტრატეგიისა და 2 -წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს.
”საკითხები უკავშირდება და ეხმიანება სასამართლო ხელისუფლების მიერ სულ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ მართლმსაჯულების 5 -წლიანი სტრატეგიისა და 2 -წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს და ყველა იმ აქტივობის სერიოზულ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც მიგვიყვანს იმ მიზნებამდე, რაც სტრატეგიითაა გათვალისწინებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში არსებობს, ეს არის მისი მუშაობის გამჭვირვალობის კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, სხდომების მიმდინარეობის ფორმატი, რომელიც აბსოლუტურად ღიაა და მასზე ნებისმიერი პირის დასწრებაა უზრუნველყოფილი, ასევე კანონმდებლობის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, დღის წესრიგით დათქმულ საკანონმდებლო ვადებში გამოქვეყნება და ამ მხრივ, საზოგადოების სრული ინფორმირებულობა მიანიშნებს იმას, რომ საბჭო ასევე იმუშავებს აქტიურად თავისი რეგლამენტის სრულყოფისთვის და კონკრეტული გადაწყვეტილების დასაბუთება იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები