ეკა ბესელია: ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად შესაძლებელია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან პოზიციების დაახლოება

“ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე, საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციების დაახლოება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ოპოზიციასთან საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი რაიმე კონკრეტულ შეთავაზებაზე ვერ ისაუბრებს.
„ამიტომ ჩვენ ველოდებით სწორედ ამ დეტალების დაზუსტებას. რაც შეეხება საკითხებს, ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე, იყოს შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა. სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია, იყოს განხილული მესამე მოსმენის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ არ და ვერც ვსაუბრობთ კონკრეტულად ჩვენი მხრიდან რაიმე შეთავაზებაზე. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე, საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციების დაახლოება”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები