„საქართველო აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე“

საქართველო აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO), მონაწილეობს ერაყისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციაში და მის უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა სამუშაო ჯგუფში.
„საქართველო აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO), მონაწილეობს ერაყისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციაში და მის უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა სამუშაო ჯგუფში; არის ევროპის საბჭოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის და მისი შესწორებების ოქმის წევრი; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და გუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის მონაწილე. 2016 წელს, საქართველო აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაში ბერლინში.
საქართველო რჩება სამხედრო ძალის უმსხვილეს კონტრიბუტორად ერთ სულ მოსახლეზე, უმსხვილეს კონტრიბუტორად ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, და რიგით მეოთხე უმსხვილეს კონტრიბუტორად, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, და იტალიის შემდეგ, ნატოს ეგიდით მოქმედ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ავღანეთში, 870-ზე მეტი ჯარისკაცით“, -აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები