დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, სამინისტრომ ბინების გარკვეული რაოდენობის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო თბილისში, მწვავედ ავარიული და სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დახურვის პროცესს აგრძელებს. სწორედ ასეთ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, სამინისტრომ ბინების გარკვეული რაოდენობის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიფინგი გამართა.
საცხოვრებელი ფართების შესყიდვასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, მოლაპარაკებებს დაახლოებით 40 სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებს. უწყების ინფორმაციით, უკვე ორი თვეა, კომპანიები შემოთავაზებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდებზე მითითებულ ელ-ფოსტაზე (offers@mra.gov.ge) ელექტრონულად წარადგენენ.
ბინების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მენაშენეთა ასოციაციის საშუალებითაც გავრცელდა. სამინისტრო კომპანიების შემოთავაზებებს სპეციალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის კუთხით განიხილავს. სამინისტრო ბინებს მხოლოდ დასრულებულ (ექსპლუატაციაში მიღებულ) ან მშენებარე კორპუსებში შეისყიდის. დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს, რომ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისი წინადადებები. ამ ეტაპზე, სამინისტრო შეისყიდის ბინების იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია, ერთი მხრივ, ავარიული შენობების დასახურად, სადაც ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მეორე მხრივ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასახურად, რათა ხელი არ შეეშალოს ინვესტიციების განხორციელებას. გარდა ამისა, უმოკლეს დროში, მთავრობა წარმოადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყება მასშტაბური მშენებლობები და განაცხადების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები