გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლებამ თუ 180%-ით არ შეცვალა რიტორიკა, მოლაპარაკება აზრს კარგავს

“ჩვენ ვცდილობთ, რომ არ გავხდეთ მიზეზი დიალოგის ჩაშლის”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანი თვლის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებას მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება აზრი.
„ხელისუფლებამ 180%-ით არ შეცვალა რიტორიკა, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ვენეციის კომისიის მოთხოვნაცაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ახლა ხელისუფლება მოდის სავაჭროდ და ელოდება, ვინ გაიყიდება ოპოზიციიდან ბლოკების საკითხის დათმობის სანაცვლოდ“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები