გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება არ აპირებს რეალურ მოლაპარაკებებზე წამოსვლას

“2020 წელს უნდა დამკვიდრდეს უკვე პროპორციული საარჩევნო სისტემა”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანი თვლის, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს. ახვლედიანი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ხელისუფლება არ აპირებს რეალურ მოლაპარაკებებზე წამოსვლას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის შეცვლაა, ხელისუფლება არცერთ მათგანზე დათმობაზე წასვლას არ გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ მზადაა მოლაპარაკებისთვის“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები