აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება

“საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება, ნაწილობრივ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიზნის მისაღწევად”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება, ნაწილობრივ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიზნის მისაღწევად. სამართალდამცავი უწყებები იყენებენ კამერებს, ტერორისტების დაკვირვების სიებს და მგზავრთა მონაცემების წინაწარ ჩანაწერებს იმისათვის, რომ გამოვლენილი იქნას ტერორისტების პოტენციური გადაადგილება გამშვებ პუნქტებში.
გამშვებ პუნქტებზე უფრო სრულყოფილი ბიომეტრიული და ბიოგრაფიული შემოწმება და საეჭვო პირების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების იმპლემენტაცია გააძლიერებდა ამ შესაძლებლობებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები