აშშ-ის დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატბის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო მოხსენებულია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრად და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად გლობალურ უსაფრთხოებაში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რეგულაციების შემდგომი გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ამჟამად, საქართველოს მთავრობა მუშაობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე.
„ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) -ტიპის რეგიონული ორგანოს წევრი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის დანაყოფი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არის ფინანსური მონიტორინგის დანაყოფების ეგმონტის ჯგუფის წევრი.
MONEYVAL-ის 2007 წლის შეფასების ანგარიშში გამოკვეთილი ხარვეზების – როგორიცაა ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულთან მიმართებაში არსებული ხარვეზები და ფინანსური სექტორის ზედამხედველობის სისუსტე – აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა 2014 წელს. რეგულაციების შემდგომი გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ამჟამად, მთავრობა მუშაობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე. MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციებზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 რეზოლუციის და გაეროს უშიშროების საბჭოს ისლამური სახელმწიფოს (ISIL/Da’esh) და ალ-ქაიდას სანქციების რეჟიმის დაუყოვნებელი შესრულების კოორდინაციის მიზნით, მთავრობამ შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის სახელმწიფო კომისია“,-აღნიშნულია აშშ-ის დეპარტამენტის გამოქვეყნებულ ანგარიშში.
http://www.state.gov/j/inl/rls/nrcrpt/index.htm.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები