ანი მიროტაძე: ოპოზიციაში შემავალი არცერთი პარტია არ წავა დათმობაზე
პროპორციული სისტემის ხარჯზე, ამ ეტაპისთვის, ხელისუფლების მცდელობა, რომ შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა, არ გამოვა”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძის ინფორმაციით, ოპოზიცია შერეული სისტემის დატოვებას მხარს არ დაუჭერს.
„კარგია, რომ ხელისუფლება რაღაც სახით დათმობაზე მიდის, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი მთავრი მოთხოვნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ხარჯზე. ოპოზიციაში შემავალი არცერთი პარტია არ წავა დათმობაზე და ვერ დავეთანხმებით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დროს, ისევ შერეულმა სისტემამ იმოქმედოს“, -განაცხადა ანი მოროტაძემ