ანი მიროტაძე: ჩვენი ყველა მოთხოვნა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ცნობილია

“ხელისუფლებისთვის ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე ოპოზიციის მოთხოვნებს აჟღერებს. იგი მაჟორიტარულ სისტემას ფეოდალური სისტემას უწოდებს და თვლის, რომ ის უნდა შეიცვალოს.
„ჩვენი ყველა მოთხოვნა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ცნობილია ხელისუფლებისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული, ფეოდალური სისტემა. მე არ ვიცი რამდენად არის მზად „ქართული ოცნება“ კომრომისზე წამოსვლისთვის“, -განაცხადა ანი მიორტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიორტაძის ინფორმაციით, თუ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე დათმობაზე არ წავა, მოლაპარაკებას აზრი არ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები