კომიტეტის თავმჯდომარე ირლანდიის პარლამენტის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოში მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელსა და წევრებს შეხვდა.
სოფიო ქაცარავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა 23 თებერვალსსაქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდასაჭერადმიიღო.
შეხვედრაზე განიხილებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები და საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ასევე ევროინტეგრაციის გაზაზე მიღწეული შედეგები და გატარებული რეფორმები.
ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების, გაღრმავების საკითხებსა და ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დაარსებას.
ირლანდიელმა დეპუტატებმა აღნიშნეს საქართველოს პროგრესი და მისი ეკონომიკური კონტრიბუტორის როლის პოტენციალი და კიდევერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და სავაჭრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
საუბარი შეეხებოდა კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას და სტუმრებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედა წევრები ირლანდიაში ორმხრივი შეხვედრების გასამართად მიიწვიეს, რადგან მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო ხელს უწყობსორი ქვეყნის კანონმდებლების დაახლოვებას და მჭიდრო კავშირების გამყარებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საგარეოურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები