მიხეილ ჯანელიძე: არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია, იყოს ქართული

“რამდენიმე დღეა, ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. “ქართული მარშის” და მისი შედეგების გამო”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საკუთარ ფეიბუქის გვერდზე წერს.
“რამდენიმე დღეა, ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. “ქართული მარშის” და მისი შედეგების გამო. მე სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.
რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ.
ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ამგვარმა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა  ქმედებებმა”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები