ეკა ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტრენინგის გავლას ურჩევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა,  პრეზიდენტის ადმინისტრაციას კარგი ტრეინინგი არ აწყენდა, რათა გააცნობიერონ ვის აყენებენ თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფას.
„ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა იცნობდნენ კარგად საჯარო ეთიკას, უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი მხრიდან ასეთი განცხადებები, რომლიც შეურაცხყოფს ინსტიტუციას, ეს ნიშნავს არა პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფას, არამედ საკუთარი თავის, ინსტიტუტის შეურაცხყოფას, რომელსაც წარმოადგენს. ბევრი ბოდიშის ვალდებულება დაუგროვდა ადმინისტრაციას და დროა, ამაზე იფიქრონ“, – განცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს განაცხადა, რომ ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები