ეკა ბესელია: ოპოზიციასთან შეხვედრასა და დისკუსიას წინ არაფერი უდგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საუბარი კარგი იქნება.
„რაც შეეხება შემდეგ დიალოგს და შეხვედრას, რასაკვირველია, ყოველთვის უკეთესია, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს და არ იყოს ჩვენ შორის დახურული კარი და იყოს დიალოგის სივრცე, იყოს შესაძლებლობა, რომ თუნდაც მინიმალური შანსის პირობებშიც კი, შეიცვლება თუ არა კიდევ რაიმე, მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს და დავარწმუნოთ ან ერთი ან მეორე მხარე პოზიციებში, რომელიც გვაქვს. არ ვიცი, რა ტიპის ცვლილებები შეიძლება იყოს განხორციელებული მესამე მოსმენის ფარგლებში, თუმცა შეხვედრას, დისკუსიას და საკითხების განხილვას წინ არაფერი უდგას. არის სპეციფიკური საკითხები, სადაც უბრალოდ, პოზიციები ვერ შეიცვლება და ასეთი მყარი საკითხები ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში, მაგალითად, იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხთან დაკავშირებით, ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, პროპორციული არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის 2024 წელს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები