19 წლის მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
“დაკითხვისას, რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია, რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი”, – განაცხადა მოსამართლე ელენე გოგუაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები