თბილისის რამდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
„ყაზტრანსგაზ- თბილისის“ ცნობით, 20 ივლისს, 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-2 რიგის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14 და №15-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ასევე, 20 ივლისს, 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის ქუჩის, ოქროყანის ტერიტორიაზე მეფუტკრეობის დასახლების და ოქროყანის „გ“ ზონის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები