ქართველი არქეოლოგი, რომელსაც გერმანიაში მაღალი სამეცნიერო პოზიცია მიანიჭეს…

ჯონი აფაქიძე თბილისის გოეთეს ინსტიტუტში
გერმანიის დღეები საქართველოში. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის პროგრამების პრეზენტაცია

ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაგერმანელ მეცნიერთა საზოგადოებამ ქართველ არქეოლოგს ცნობილი გერმანელი მეცნიერის, მერკატორის სახელობის  სამეცნიერო პოზიცია მიანიჭა:  Mercator-Fellow.
ამბობს, რომ გერმანიაში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ახალ რეჟიმსა და განსხვავებულ გრაფიკზე გადასვლა მოუწევს.
პორტალკვირასმან ისიც გაუმხილა, რომ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის ბერლინში ახალ პოზიციაზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სამეცნიერო სამუშაოების შესრულებას შეუდგება (დაზუსტებასახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ის 2007 წლიდან მოღვაწეობს).
ნიშანდობლივია ისიც, რომ სულ ახლახან სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორად მისი მუშაობის 10 წელი განსაკუთრებული ჯილდოთიწმინდა თამარ მეფის ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ბეჭდის ასლით აღნიშნა… – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯონი აფაქიძის პერსონა

 – ბატონო ჯონი, გთხოვთ, აგვიხსნათ, რა სამეცნიერო პოზიცია მოგენიჭათ გერმანიაში და როდის აპირებთ გერმანიაში გამგზავრებას?

      მეცნიერების ფესტივალზე თბილისში, სხვა        რექტორებთან ერთად

– გერმანიიდან ძალიან სასიხარულო ამბავი მოვიდა: გერმანიის კვლევითმა ფონდმა (German Research Foundation) მომანიჭა საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი მეცნიერის, გერჰარდ მერკატორის სახელობის სამეცნიერო პოზიცია – Mercator-Fellow.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არა ვართ, გერმანელ მეცნიერთა საზოგადოების (DFG / Deutsche Forschungsgemeinschaft) მიერ ჩემთვის მონიჭებული ეს მაღალი სამეცნიერო პოზიცია,  გერმანიაში ხანგრძლივი დროის მანძილზე სამეცნიერო კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მაძლევს.
ამ პოზიციით მიმდინარე წლის შემოდგომიდან დავიწყებ მუშაობას ბერლინში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებაში და  პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სამეცნიერო სამუშაოების შესრულებას შევუდგები.
გეგმის მიხედვით, პროექტის გარკვეული ნაწილის განხორციელებას  ასევე საქართველოში გავაგრძელებ!
Mercator-Fellow არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამეცნიერო პოზიცია (თანამდებობა), რაც უცხოელ მეცნიერს გერმანიაში შეიძლება მიენიჭოს. ამიტომ  ეს ყველაფერი ჩემთვის დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პაუხისმგებლობაცაა და მაქსიმალურად შვეცდები, სამეცნიერო კვლევებისათვის გამოვიყენო ეს იშვიათი შესაძლებლობა.
კვლევითი პროექტი აღნიშნულ საზოგადოებაში (ფონდში) წარადგინა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების პირველმა დირექტორმა, პროფესორმა სვენდ ჰანზენმა, რომელთანაც უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობ. ბატონ ჰანზენს უკვე 10 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან.

ჰუმბოლდტელების საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენციაზე, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძესთან ერთად

ქვემო ქართლში სწორედ მან შეისწავლა არქეოლოგიური სამყაროსათვის უკვე კარგად ცნობილი არუხლოს ნეოლითური ნამოსახლარი.  პროფესორი ჰანზენი მთელს მსოფლიოში და, განსაკუთრებით კი ევროპაში, აღიარებული მეცნიერია. პრეისტორიული ხანის ევროპის ბრინჯაოს განძების კვლევის საკითხში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ახლა კი მნიშვნელოვანია საქართველოსა და კავკასიის ბრინჯაოს ხანის განძების ფენომენის სრულყოფილად შესწავლა, რაც პროექტის მიხედვით ჩემი კვლევების მთავარი საკითხია.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2012-2015 წლებში ჰუმბოლდტის ფონდის ხელშეწყობით პროფესორ ჰანზენთან ერთად განვახორციელეთ პარტნიორობის პროექტი მის ინსტიტუტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტს შორის.
დიდ მადლობას ვუხდი პროფესორ ჰანზენს ქართული მეცნიერებისა და პირადად ჩემ მიმართ გამოჩენილი ასეთი დიდი ყურადღებისა და ხელშეწყობის გამო. რა თქმა უნდა, ჩემი გულითადი მადლობა ეკუთვნის ასევე გერმანელ მეცნიერთა კვლევით საზოგადოებას (ფონდს).
გერმანიის კვლევითი საზოგადოებისა და Mercator-Fellow-ის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:
https://en.wikipedia.org/wi…/Deutsche_Forschungsgemeinschaft
http://www.dfg.de/…/international_coopera…/mercator_fellows/
გერჰარდ მერკატორისა და მსოფლიო მასშტაბით მერკატორის პროექტების შესახებ იხილეთ:
https://de.wikipedia.org/wiki/Gerhard_Mercator
https://en.wikipedia.org/wiki/Mercator_projection
ათი წელი იმუშავეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ამჟამად კი დროებით რექტორის მოვალეობას ასრულებთამ ხნის განმავლობაში რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი? ასევე, რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად?
– ბედმა და გარემოებებმა, 2007 წელს, ჩემთვის  სრულიად მოულოდნელად, აფხაზეთიდან დევნილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა მარგუნა.  ყველაზე რთული პერიოდი  დასაწყისში იყო, როდესაც გავიგე, რომ უნივერსიტეტს ლიცენზია და აკრედიტაცია დაკარგული ჰქონდა და, ხელახლა მისაღებად, ჩემს გუნდთან ერთად, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა.

მთაწმინდა. 2017 წლის 26 მაისი

რთული იყო ისიც, რომ 2007 წლისათვის უნივერსიტეტში ფაქტობრივად გაუმართავი ინფრასტრუქტურა დამხვდა.
ყველაზე მეტ წარმატებად კი მიმაჩნია – უნივერსიტეტის ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე მისი ცნობადობის ამაღლება, სტუდენტების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვა, უნივერსიტეტის პროფესორების აქტიური მონაწილეობის განუხრელი ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის მიღების მიზნით; სტუდენტური ცხოვრების, განსაკუთრებით კი სპორტისა და მხატვრული შემოქმედების ხელშეწყობა; არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება; დოქტორანტების მიერ სადოქტორო დისერტაციების დაცვა და კიდევ მრავალი სხვა…
მეორე სასწავლო კორპუსის უნივერსიტეტის საკუთრებაში დამტკიცება უდავოდ დიდ წარმატებად მიმაჩნია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომავლისათვის (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ  პირველი სასწავლო კორუსის დოკუმენტების წესრიგში მოყვანა და მისი კერძო საკუთრებად უნივერსიტეტზე გადაფორმებაც ჩემი რექტორობის დასაწყისში მოხდა).
თუმცა ჩვენი მიღწევების ყველაზე თვალსაჩინო აღიარება იყო, 2009 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოება.
ჩვენთვის კარგადაა ცნობილი პირადად თქვენდამი სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება. სულ ახლახან მისმა უწინდესობამ თქვენი რექტორად მუშაობის 10 წელი აღნიშნა სრულიად განსაკუთრებული ჯილდოთიწმინდა თამარ მეფის ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ბეჭდის ასლით

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სამუშაო ოთახი

– მადლობა უფალს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პირადად მე, როგორც რექტორი, ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქის დიდ მხარდაჭერასა და თანადგომას.
ჩემი მოკრძალებული ღვაწლის დიდ დაფასებად მიმაჩნია ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  წმინდა თამარ მეფის ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ბეჭდის ასლით დამასაჩუქრა. რა შეიძლება იმაზე დიდი ბედნიერება იყოს, როდესაც მისი უწმინდესობა  იმ დიდი მეფის ოქროს ბეჭდის ასლის ტარების უფლებას განიჭებს, რომლის მმართველობის დროსაც საქართველომ უმაღლეს ბრწყინვალებას  მიაღწია და, როდესაც საქართველოს დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროის წამყვან სახელმწიფოებს შორის!
ვსარგებლობ შემთხვევით და მის უწმინდესობას უღრმას მადლობას მოვახსენებ, რექტორის თანამდებობაზე ჩემი 10-წლიანი მუშაობის ასეთი მაღალი შეფასების გამო!
თსუ სოხუმის ფილიალი 1989 წელს, თამარობის დღეს – 14 მაისს შეიქმნა. ეს დამთხვევაც, ვფიქრობ, გარკვეული აზრის მატარებელია. ამ სიმბოლური დატვირთვის აზრს, ალბათ, მომავალი დაგვანახვებს.
რექტორობის წლებმა და იმ დატვირთულმა გრაფიკმა, რაც ამ პოზიციაზე თქვენს ყოფნას უკავშირდება, ხომ არ მოგწყვიტათ მთავარ პროფესიას, არქეოლოგიასროგორც ვიცი, გერმანიასთან ადრეც გაკავშირებდათ ნაყოფიერი წლები

არუხლოს არქეოლოგიური გათხრები.                 პროფესორ სვენდ ჰანზენთან ერთად

– რა თქმა უნდა, დროის დიდი დეფიციტი მქონდა.  ამის მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი თანამედროვე კვლევებს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან და დასკვნები თავად გააკეთეთ.
ამ წლების განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი და ვკითხულობდი მოხსენებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო ფორუმებზე.
განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას ვახმარდი გერმანიის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სამეცნიერო თავყრილობებში მონაწილეობას.
2010 წელს გავხდი აღნიშნული ავტორიტეტული სამეცნიერო ფონდის ნდობის მეცნიერი (ელჩი).
2012 წელს გაიმარჯვა პროექტმა, რომელიც პროფ. ჰანზენთან ერთად წარვადგინეთ და  მოვიპოვეთ ინსტიტუტთა შორის პარტნიორობის გრანტი. გერმანელ კოლეგებთან ერთად ბერლინში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით ჩავატარეთ ორი საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენცია (ვორკშოპი), 2015 წელს მეექვსედ მომენიჭა ამ ფონდის  სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია და სხვ.
საერთოდ კი, გერმანიის უნივერსიტეტებთან 1993 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობ, ხოლო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტთან – 1996 წლიდან… ამ ყველაფრის მოყოლა ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
–  თქვენი სამეცნიერო მიღწევებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?
– მოკლედ გეტყვით: ჩემი აზრით, 2009 წელს გერმანიაში გამოცემული ორტომეული საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიის შესახებ არის  საქართველოსა და გერმანიაში ჩემი სამეცნიერო მიღწევის უმნიშვნელოვანესი შედეგი (იხილეთ: Joni Apakidze, Die Spätbronze- und Früheisenzeit in West- und Zentralkaukasien. Chronologische Studien zur Kolchis-Kultur, 1600–700 v. Chr. – Prähistorische Archäologie in Südosteuropa 24, Verlag Marie Leidorf GmbH, Rahden/Westf. 2009.).
იხილე: http://www.vml.de/d/detail.php?ISBN=978-3-89646-595-5

გერმანიის დღეები საქართველოში. გერმანიის ყოფილ ელჩთან საქართველოში, ორთვინ ჰენიგთან და მის მეუღლესთან – მაია ჰენიგთან ერთად

აქვე ამინდა ვახსენო, პროფ. ბერნჰარდ ჰენზელთან და პროფ. ბლაგოე გოვედარეცასთან ერთად, ჩემი რედაქტორობით გერმანიაში გამოცემული წიგნი შავი ზღვის აუზის არქეოლოგიის ენეოლით – ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის კულტურების შესახებ (იხილეთ: Joni Apakidze,  Blagoje Govedarica, Bernhard Hänsel, Der Schwarzmeerraum vom Äneolithikum bis in die Früheisenzeit (5000 – 500 v. Chr.). Kommunikationsebenen zwischen Kaukasus und Karpaten. Internationale Fachtagung von Humboldtianern für Humboldtianer im Humboldt-Kolleg in Tiflis / Georgien (17. – 20. Mai 2007).– Prähistorische Archäologie in Südosteuropa 25, Verlag Marie Leidorf GmbH, Rahden/Westf. 2009.).
იხილე: http://www.vml.de/d/detail.php?ISBN=978-3-89646-596-2

–  როგორც ვიცი, ტროას გათხრებში თქვენც მონაწილეობდით
– ჰაინრიხ შლიმანის მიერ 1871 წელს ტროას აღმოჩენასა და  იქ არქეოლოგიური გათხრების დაწყებას უკავშირდება არქეოლოგიური მეცნიერების ფეხზე დადგომა და მისი სწრაფი განვითარების დაწყება.
მსოფლიოში კარგად ცნობილი გერმანელი მეცნიერის, პროფესორ მანფრედ კორფმანის მიწვევით, პირველად 1995 წელს, მოვხვდი ტროას  გათხრებზე და 2000 წლის ჩათვლით აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საერთაშორისო ექსპედიციის მუშაობაში.
არაერთი დღე თუ თვე გამიტარებია ასევე ტროას პროექტში, რომელიც გერმანიაში, ტიუბინგენის უნივერსიტეტში იყო განთავსებული.
ტროას ახალ გათხრებში ყოველწლიურად მონაწილეობდნენ არქეოლოგები მსოფლიოს 16, ზოგჯერ კი 20 ქვეყნიდან. არქეოლოგების გვერდით დიდ სამუშაოებს ეწეოდნენ ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (არქეოზოლოგები, გეოფიზიკოსები და სხვ.) წარმომადგენლებიც.

„ტროას ცხენი“. თანამედროვე რეკონსტრუქცია (ტროას შესასვლელთან)

ტროას გათხრებზე არაერთი ცნობილი ჰომეროლოგი ჩამოსულა. ტროაში ხშირად მოდიოდნენ  მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები, ტურისტები, მილიონერები და ცნობილი პოლიტიკოსები…
ამ საერთაშორისო გათხრებში მონაწილეობამ მთლიანად შეცვალა ჩემი, როგორც არქეოლოგის ცხოვრება, რადგანაც იქ ბევრი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი შედეგი ისიცაა, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში შემოვიღე ლექციების კურსი სტუდენტებისათვის: „ტროა – არქეოლოგია, ისტორია, კულტურა“ და „ტროა – მითები და რეალობა“.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც დიდად გამიმართლა, რადგანაც პოსტსაბჭოური სივრციდან პირველი ვიყავი, რომელიც ყველა არქეოლოგისათვის საოცნებო ტროას ინტერნაციონალური ექსპედიციის წევრი გავხდი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ტროა ჩემი ცხოვრების ნაწილია და ეს არის ის მარადიული თემა, რომელზე მუშაობას არასოდეს შევწყვეტ.
კიდევ მინდა ერთი რამ აღვნიშნო: რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ არაერთი ცნობილი მეცნიერი სწორედ ტროაში ეძებს ევროპის ისტორიულ და კულტურულ ფესვებს. ქართველებიც ვცდილობთ, დავინახოთ ჩვენი  წინაპრების როლი და ადგილი ტროიანულ სამყაროში… ტროა კი ეს ძველი ევროპაა!
არქეოლოგიური მონაცემები ადასტურებენ, რომ, მაგალითად, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურა ტიპოლოგიურად განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპულ კულტურულ სამყაროსთანაა ახლოს და პარალელებიც იქ ეძებნება (ბრინჯაოს განძების კულტურა, ბრინჯაოს რკალისებრი ფიბულები და სხვ.).
– თქვენი სახელი აქტიურად არის დაკავშირებული საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბთან. როგორც ვიცი, მისი კაბინეტი სოხუმის უნივერსიტეტშიც გაიხსნა
– საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი სადღეისოდ 35-ზე მეტ წევრს აერთიანებს. აქედან უმრავლესობა ჰუმბოლდტის სამეცნიერო სტიპენდიატია, ხოლო რამდენიმე – პრემიის ლაურეატია.
ჰუმბოლდტის სტიპენდიატები არიან ისეთი აღიარებული მეცნიერები, როგორებიცაა: ლადო ჭანტურია, ლევან იზორია, ალექსანდრე კარტოზია, გიორგი ხუბუა, გურამ ქარაზანაშვილი, რომან ჯობავა, როლანდ დუდუჩავა, მიხეილ კაკაბაძე, მიხეილ ბალავაძე, თორნიკე ქადეიშვილი, მაია ახალკაცი, ლელა ალექსიძე, ნინო დობორჯგინიძე,  ანა ხარანაული, დავით პაიჭაძე, დიმიტრი ხოშტარია, ნინო სიმონიშვილი და სხვები.
ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები არიან: მსოფლიოში კარგად ცნობილი ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე, არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე და მათემატიკოსი თეიმურაზ ფირაშვილი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან, პროფესორ დავით ლორთიფანიძესთან ერთად – უნივერსიტეტსა და მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დროს

ბოლო დროს ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი გახდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფ. დავით ლორთქიფანიძე. ამ ფაქტმა ყველა ძალიან გაგვახარა, ეს ქართული მეცნიერების ახალი წარმატებაა  საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.
დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში მომხდარი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენები, დღეს მთელი მსოფლიოსათვის კარგადა ცნობილი.
საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი ატარებს სამეცნიერო სიმპოზიუმებს, ე. წ. ჰუმბოლდტ-კოლეგებს, კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული ამ ფონდის პროგრამების პრეზენტაციებსა და სხვ. სამომავლოდაც კლუბს დიდი გეგმები აქვს.
ვფიქრობთ,  ქართულ-გერმანული მეგობრობის 100 წლის ფარგლებში წელსაც შევძლებთ თბილისში ახალი ჰუმბოლდტ-კოლეგის ჩატარებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი ჰუმბოლდტელების ჩამოყვანას. ამ საქმეს სათავეში უდგას საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია. ბატონი ალექსანდრე ჰუმბოლდტელთა მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნერო კონფერენციას ამზადებს, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო ცხოვრებაში ერთ-ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება. აღნიშნული ჰუმბოლდტ-კოლეგი 2017 წლის 20-22 სექტემბერს ჩატარდება თბილისში.
რამდენად რთული იქნება თქვენთვის საქართველოს, თქვენი უნივერსიტეტის, თუნდაც დროებით დატოვება, რომელთანაც ამდენი წელი გაკავშირებთროგორ შეხვდა ოჯახი თქვენს წარმატებას და აპირებთ თუ არა  გერმანიაში მათ წაყვანას?
– როგორც ამბობენ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს… ცხადია, რომ ახალ რეჟიმსა და განსხვავებულ გრაფიკზე გადასვლა მომიწევს. მაგალითად, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიაში ბატონი ლადო ჭანტურია, რომელიც ასევე ჩემი მეგობარია, გერმანიაში მოღვაწეობს, ამავდროულად, ოფიციალურად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

     გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში                  (ბერლინი) სამეცნიერო მუშაობის დროს

ასე რომ, ვრჩები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად.
ვფიქრობ, უახლესი წლების განმავლობაში, ამგვარი გრაფიკით მუშაობა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თუ ჩვენი ქვეყნის რომელიმე სხვა სამეცნიერო დაწესებულებასთან, ჩემთვისაც იქნება შესაძლებელი.
ასე  რომ, მომავალშიც შევძლებ მოკრძალებული წვლილის შეტანას ქართული განათლებისა და მეცნიერების განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეში.
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მიმაჩნია, რომ ოჯახი ყოველთვის ერთად უნდა იყოს. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ, ასეთი განსაკუთრებული შემთხვევის დროს, სრულწლოვან შვილს თავისუფალი არჩევანის უფლება  თავად უნდა ჰქონდეს.
უმცროსმა ქალიშვილმა ელენემ ახლახან მე-7 კლასი დააამთავრა. უკვე კარგად ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის გერმანულ ენასაც და მას გერმანულ გიმნაზიაში სწავლა ნამდვილად არ გაუჭირდება. მაგალითად, შარშან ელენე ერთი სემესტრის მანძილზე სწავლობდა ბერლინის ერთ-ერთ ცნობილ გიმნაზიაში და ყველა საგანში მაღალი შეფასება მიიღო.
ჩემს ოჯახს, ბუნებრივია, გაუხარდა ეს  წარმატება, მაგრამ ოჯახის გერმანიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელებთ და მხოლოდ ამის შემდეგ  მივიღებთ გადაწყვეტილებას.

თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ერთად, თბილისში, „გერმანიის დღეებში“ მონაწილეობის დასრულების შემდეგ

რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი საქართველოსთვისრას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებთანაც ამდენი  წელი გაატარეთ

– ჩემს ქვეყანას ვუსურვებ ეკონომიკურ აყვავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვაში რეგიონში წამყვანი პოზიციების შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო განმტკიცებას…ჩემს ძვირფას სტუდენტებთან და, რა თქმა უნდა, კოლეგებთანაც, კავშირის გაწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ. არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს მომავალშიც აუცილებლად წავუკითხავ ლექციებს საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიური კულტურების შესახებ, ტროას ისტორიასა და არქეოლოგიაზე და სხვ.სოხუმის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს მომავალშიც  ყველანაირად შევუწყობ ხელს არქეოლოგიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების საქმეში, იქნება ეს მათი სტიპენდიებზე წარდგენით თუ არქეოლოგიურ გათხრებში ჩართვით.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აკადემიკოს ფრიდონ თოდუასთან და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარესთან, პროფესორ ლარისა თაკალანძესთან ერთად
მოხსენება ტორუნში (პოლონეთი), ჰუმბოლდტელთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
თანამშრომლებთან ერთად (შესვენების დროს)
ტროას საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებზე ექსპედიციის ხელმძღვანელთან, პროფ. მანფრედ კორფმანთან ერთად.  1995 წელი
ტროა II-ის საერთო ხედის ნაწილი. მარჯვნივ მდებარეობს რამპა (ქალაქში შესასვლელი)
ქვემო ქართლში, არუხლოს ნეოლითური ხანის ნამოსახლარის არქეოლოგიურ გათხრებზე, პროფესორ სვენდ ჰანზენთან და გერმანიის სასწავლო-აკადემიური სამსახურის თბილისის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები