პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი – შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური პროექტების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები