გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან არაღიარებისა და ანტიანექსიური პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი – 2017“-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე -დეოკუპაციისა და ანტიანექსიურ პოლიტიკაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გეოპოლიტიკური როლის კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩენაზე და ასევე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„შევეხეთ ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებს და რეგიონულ პოლიტიკას. დიდი დრო დაეთმო უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციას. ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ უაღრესად მტკიცე ნაბიჯები გადადგა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენ მართლაც გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატება. არაღიარების პოლიტიკაში ჩვენს წარმატებას ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხობს უაღრესად საშიში ნაბიჯებით, რაც გამოიხატება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში და ასევე მცოცავ ოკუპაციაში.
საუბარი იყო სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ნაბიჯები, როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, რომ ხორციელდებოდეს რეაქცია არამხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე, არამედ ზოგადად რომ დაფიქსირდეს მსგავსი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობა”, – განაცხადა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები