კონფლიქტის დაწყების დღიდან, სირიაში 330 ათასი ადამიანი დაიღუპა

2011 წლიდან დღემდე სირიაში 330 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სირიის ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, BFMTV ავრცელებს. წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორის 100 ათასი სამოქალაქო პირი, 18 ათასი ბავშვი და 11,5 ათასი ქალია.
კონფლიქტის მიმდინარეობისას, სამთავრობო ძალებმა და მოკავშირეებმა დაახლოებით 117 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. დაღუპულთა შორის სირიის შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლები და ტერორისტული დაჯგუფებების ბოევიკებიც არიან. მათი საერთო რიცხვი 115 ათას ადამიანს შეადგენს. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 აპრილიდან 23 მაისამდე სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, მშვიდობიანი მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა დაიღუპა.
ადამიანთა უფლებათა დაცვის საკითხებში სირიის ობსერვატორიის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, 225 ადამიანი, მათ შორის 44 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები