სამხრეთ კორეა ფხენიანთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

სამხრეთ კორეა ფხენიანთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მუნ ჩჟე ინმა სამხედრო წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გამართვა დაძაბულობის განეიტრალების მიზნით ახსნა. მან ბერლინში ოფიციალური ვიზიტის დროს სამოქმედო პროგრამა უკვე წარადგინა.
გეგმის თანახმად, თუკი ჩრდილოეთ კორეა წინადადებას დათანხმდება, მოლაპარაკებები დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება. სამხრეთ კორეა იმედოვნებს, რომ, რომ ჩრდილოეთ კორეისგან დადებით პასუხს მიიღებს. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოლაპარაკებები 21 ივლისს გაიმართება.
ოფიციალური სეულის მიზანია, ფხენიანში ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეწყდეს და სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს შორის ურთიერთობის დამყარების პირობები შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ხვასონ-14“ წარმატებით გამოსცადა, რაც ქვეყნის ისტორიაში ბალისტიკური რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა. ასევე, ცნობილია, რომ ბოლო თვეებში, ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვნად გაზარდა რაკეტების გამოცდის რაოდენობაც და მხოლოდ მიმდინარე წელს უკვე 11 გაშვება განახორციელა.
აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, ალასკას დაარტყას, თუმცა არსებობს ექსპერტების ვარაუდებიც, რომ რაკეტა აღნიშნულ მიზანს ვერ მოხვდება. საპირისპიროს აცახდებენ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ძალები. მათი განმარტებით, რაკეტას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მდებარე მიზანს მოხვდეს. შეგახსენებთ, რომ სეულსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები ბოლოს 2015 წელს გაიმართა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები