„თბილისში, 42 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირის სანაცვლოდ, 15 წლის მოზარდ ბიჭს კომუნალური გადასახადები დაუფარა“

თბილისში დაკავებულ 42 წლის მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს, გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, რამდენიმე ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა. გაზეთისთვის არაოფიციალურად ხდება ცნობილი საქმის დეტალები და უცნობია, ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამზრახველი.
„42 წლის მამაკაცი დანაშაულს ძირითადად, თბილისის სხვადასხვა უბნებში სჩადიოდა. მისი სამიზნე სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ.
ის არასრულწლოვან მოზარდებს უახლოვდებოდა და მათ ფულისა და ფასიანი საჩუქრების სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა. ბავშვებთან სექსუალურ აქტს ის სკვერებში, სადარბაზოებსა და ლიფტებში ამყარებდა, მსხვერპლთა უმრავლესობასთან კი კავშირს არ წყვეტდა და მათთან პერიოდულად ამყარებდა გაუკუღმართებული და ორალური გზით სექსუალურ აქტს. ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთი ასეთი ისტორია, რომელიც საქმის მასალებში დევს. 42 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ, კომუნალური გადასახადები დაუფარა მსხვერპლს. საუბარია 15 წლის მოზარდ ბიჭზე, რომელმაც ამ შემოთავაზების სანაცვლოდ, პედოფილს სექსუალური მომსახურება გაუწია“, – წერს გაზეთი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გამოძიების შედეგად, დადგენილია შემაშფოთებელი ფაქტები და ამ დრომდე მიმდინარეობს იმ მოზარდების იდენტიფიცირება, რომლებთანაც პედოფილიაში ბრალდებულს სხვადასხვა დროს ჰქონდა კავშირი. საუბარია 14-დან 16 წლამდე ბიჭებზე. შემთხვევები იმდენად მძიმეა, რომ მისი გასაჯაროება, სავარაუდოდ, არ მოხდება და სასამართლო პროცესებიც დახურულ რეჟიმში წარიმართება, რადგანაც საქმეში არასრულწლოვანი ბავშვები ფიგურირებენ. რაც შეეხება დამნაშავეს, არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული 14 წლის ასაკიდან ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღრიცხვაზეა აყვანილი. მას, სავარაუდოდ, განმეორებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ შს სამინისტროში განუმარტეს, აღნიშნული პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები