სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. მომხდარში ეჭვმიტანილი ჩვილის დედაა, რომელიც ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იკითხება.
უცნობია, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა თუ დაბადების შემდეგ გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები