სამართალდამცველები 14 წლის ტყუპებს- ლუკა და ნიკა ცანავებს ეძებენ

სამართალდამცველები 14 წლის ტყუპებს- ლუკა და ნიკა ცანავებს ეძებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში ძმების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ავლაბარში ცხოვრობენ და სახლიდან გუშინწინ გავიდნენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ძმები გუშინწინ ალაბრიდან სტადიონზე წავიდნენ და იმის შემდეგ აღარ გამოჩენილან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143 -ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები