ნემცოვის მკვლელობისთვის დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელს, ზაურ დადაევს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.
ამასთან, საქმის სხვა ფიგურანტებს – ანზორ გუბაშევს, მის ძმას შადიდს 19 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თემირლან ესქერხანოვსა და ხამზათ ბახაევს კი 14 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანეს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მოსამართლის ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის შედეგად იქნა მიღებული. ნაფიცმა მსაჯულებმა ხუთივე ეჭვმიტანილი ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეს ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები