ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3,5 მლნ ევროთი დაფინანსდება

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება.
შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.
აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის (N1 და N5) რეაბილიტაცია, ასევე,  ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.
პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირის მიერ (NIF-ის მეშვეობით), ასევე, გამოყოფილ იქნა გრანტი 5 მილიონი ევროს ოდენობით.
პროექტის განმახორციელებელია შპს „ენგურჰესი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები