განმუხურში, ზღვაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაიხრჩო

გუშინ, გვიან ღამით, განმუხურის ტერიტორიაზე, ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. სამაშველო სამსახურმა ფაქტზე რეაგირება მალევე მოახდინა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები