კობა ბაკურიძის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

“დღეს ჩამოფრინდა ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თამაზ ბაკურიძის ძმის, კობა ბაკურიძის სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ყველა სამსახური ჩართულია. პოლიცია მობილიზებულია. დღეს ჩამოფრინდა ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს”, – აცხადებს პატარაძე.
შეგახსენებთ, რომ კობა ბაკურიძე 3 ივლისს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ზღვაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები