„ჩვენ მზად ვართ, მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება“

“ჩვენ მზად ვართ, მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ასოცირების შეთანხმების სრულად და ეფექტიანად განხორციელების გზით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„საქართველოს მთავრობა მუშაობს, რადგან წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გველოდება და მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უმთავრესი საბოლოო მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ მზად ვართ, მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ასოცირების შეთანხმების სრულად და ეფექტიანად განხორციელების გზით. ამავე დროს, ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს ჩართულობა, გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა და მივაღწიოთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეს ევროკავშირთან, ასევე, გავაძლიეროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები