აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ჩავიდა. ამერიკის პირველი პირი პირველ მსოფლიო ომში ამერიკის ჯარების ჩართულობის 100 წლისთავისა და საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ ცერემონიალს დაესწრება. ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტის თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ პარიზის სამხრეთით მდებარე ორლის აეროპორტში დაჯდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ტრამპი ევროპას უკვე მეორედ ესტუმრა.
დასავლური მედია წერს, რომ შესაძლოა, საფრანგეთის 39 წლის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დასავლეთ ევროპაში ყველაზე სანდო და ახლო პარტნიორად იქცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები