„ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები – გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები“

“არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე, ითვლის ტარიფებს. ის არის თავის მოქმედებებში სრულიად დამოუკიდებელი”, -ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა ბუნებრივი აირის ტარიფების თაობაზე განაცხადა. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ცოტა დრო დარჩა.
„არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე, ითვლის ტარიფებს. ის არის თავის მოქმედებებში სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები.
ამიტომ ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები