ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპაცია არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი

„ოკუპაცია არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთლიანად რეგიონის და ევროპული უსაფრთხოებისთვის“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ანიშნა, პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების, რომელიც, თავის მხრივ, დეოკუპაციას მოიცავს, არის ძალიან პრინციპული.
“ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა, არამედ ეს არის ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც პრობლემები ექმნება მიწაზე წვდომის, ოჯახებთან კონტაქტის, სალოცავებზე და სასაფლაოებზე გასვლის. ეს არ არის იმ კონკრეტული ადამიანების პრობლემა, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართებთან, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთლიანად რეგიონის და ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქმე არ გვაქვს ერთ ბანერთან, საქმე გვაქვს ჩვენ სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც ამ ბანერების უკანაა განთავსებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების, რომელიც, თავის მხრივ, დეოკუპაციას მოიცავს, არის ძალიან პრინციპული. პირველ რიგში, ეს გულისხმობს საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ და ძალიან მტკიცე მობილიზებას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, დეოკუპაციის ამოცანების ირგვლივ, ჩვენი ყველა შეხვედრის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში გახლავთ სწორედ საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები