სატყეო სააგენტო სოციალური ჭრების ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა- რეაბილიტაციას ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი საქართველოს მაშტაბით, სოციალური ჭრების ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა- რეაბილიტაციას ახორციელებს, რომელიც მოსახლეობას მერქნული რესურსით მომარაგებას უმარტივებს.
მცხეთა- მთიანეთისა და შიდა ქართლის სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაიწყეს, რომელსაც სააგენტოს მეგზევე სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. არსებული გზები მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.
მოსახლეობის მერქნული რესუსრით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები