სასჯელაღსრულების სამინისტრომ ორგანიზაცია “შეაჩერეთ კორუფციის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ორგანიზაცია „შეაჩერეთ კორუფციის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  ამის შესახებ „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს.
სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებლის, გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებდა და ორგანიზაცია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა აუცილებლად დასრულდება გიორგი ბაჯელიძის სასამართლოში გამოცხადებით. ჩვენ ხვალ ვგეგმავთ, რომ სარჩელი შევიტანოთ მისი და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვინაიდან გაკეთდა განცხადება კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, გამოიძახონ ბატონი ბაჯელიძე მოწმის სახით, გააფრთხილონ ცრუ დასმენაზე პასუხისმგებლობის შესახებ და თუ მისი განცხადებები არ დასრულდება ბრალის დადასტურებით, მაშინ მას მოუწევს ბრალის აღიარება. სხვათა შორის, სანქცია არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და იმედს ვიტოვებ, რომ ზოგიერთი ამის შემდეგ გამოსწორდება“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები