ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე. მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას’ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები