“კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება კონსენსუსის მისაღწევად”

“კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება, კონსენსუსის მისაღწევად”, – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
„კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება, კონსენსუსის მისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ.
ესენია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება,  საპარალამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი.
საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.  ასევე, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მორე მხრივ კი ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის. პრინციპული ცვლილებების გარეშე კი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა და კონსტიტუციის ლეგიტიმაცია  ვერ მოხდება“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები