მმართველი გუნდი “პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება

“მმართველი გუნდი “პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფრაქცია, ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე განმარტებით, ეს პარტიული ვიზიტია.
,,ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია, ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი, ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები