“როგორც მთავრობა ისე პარლამენტი, მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად”

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ოკუპაციის ხაზთან ბანერების გადმოწევის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
„მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთონ მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. ამისათვის, პირველ რიგში, ყველა საერთაშორისო ფორმატი და მექანიზმი გამოიყენება. ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები, დისკუსიები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ამ ფორმატში, იმედი გვაქვს, რომ მიღწეული იქნება პროგრესი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები