ნუკრი ქანთარია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტზე: უნდათ რაღაც წრე გაარღვიონ, მაგრამ მხოლოდ ერთი პარტია ამას ვერ შეძლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა, მაგრამ ერთი პარტია „რაღაც წრის“ გარღვევას ვერ შეძლებს.
ნუკრი ქანთარია თვლის, რომ “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები რაიმე შეთქმულებაში არ ჩაერთვებიან.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა ისინი რაღაც დავალებებს მიიღებენ, რაღაც შეთქმულებებში ჩაერთვებიან და უნდა ვეძახოთ, „მოღალატეებო, როგორ გაბედეთ, რატომ წახვედით!“… მათ ეს სცადეს, ალბათ, უნდათ, რაღაც წრე გაარღვიონ, მაგრამ მხოლოდ ერთი პარტია ამას ვერ შეძლებს. მახსოვს, ადრეც იყვნენ საქართველოდან ჩასულები, მაგრამ უშედეგოდ“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები