„ახალგაზრდა ადვოკატები“ ეროვნული ბანკის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს

“საფინანსო კომპანია „საქართველოს“ გაკოტრების შესახებ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარმა იურისტმა, რუსლან ალექსიძემ განაცხადა.
ალექსიძე თვლის, რომ ეროვნული ბანკი დროულად იყო ინფორმირებული საფინანსო კომპანია „საქართველოს“ გაკოტრების შესახებ, თუმცა მოქმედებები დაგვიანებით დაიწყო. ალექსიძეს მიაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდა ბერკეტები, მომხდარი აღეკვეთა.
„საფინანსო კომპანია „საქართველოს“ გაკოტრების შესახებ ეროვნული ბანკი ინფორმირებული 2012 წლიდან იყო, თუმცა მოქმედებები 2016 წლიდან დაიწყო, რაც უკვე დაგვიანებული იყო. ეროვნულ ბანკს უნდა მოეხდინა კომპანია“საქართველოს“ კრედიტორების ინფორმირება. კომპანია „საქართველოს“ სახელით, დარეგისტრირებულია 2 სუბიექტი, ეროვნული ბანკი არ დაინტერესდა, ამ ორი სახელის სუბიექტს ჰქონდათ თუ არა იდენტური საქმიანობა. მნიშვნელოვანია ასევე, თუ როდის გახდა ეროვნული ბანკისთვის კომპანია “საქართველოს” მიერ რისკ-ფაქტორის შესწავლა, გამოიკვეთა, რომ ეროვნულ ბანკს ინფორმაცია იმაზე გაცილებით ადრე ჰქონდა, ვიდრე ქმედება დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საჯარო პირი და ვალდებულია, დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები“, – განაცხადა რუსლან ალექსიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსლან ალექსიძე თვლის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდა ბერკეტი, ეკონტროლებინა პროცესი და კომპანია „საქართველოს“ მიერ დამდგარი ზიანი შეემცირებინა, რის შედეგადაც, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, ნაკლები დაზარალებული იქნებოდა. რუსლან ალექსიძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი სასამართლოში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები