სოსო ვახტანგაშვილი: რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები შესაძლოა, მცხეთამდე გაავლონ

“ის, რასაც დღეს ვიმკით, წინა ხელისუფლების დამსახურებაა”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი თვლის, რომ შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, დღეს ყველამ ერთად უნდა გამოასწოროს. ვახტანგაშვილი ქართულ საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მე მივესალმები იმ ახალგაზრდების გულანთებულ მოქმედებას, რაც ბერშუეთთან დააფიქსირეს, თუმცა როგორც ხელისუფლებას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რიგით მოქალაქეებს გვმართებს გონიერება, რომ თითოეული ჩვენი ქმედება არ გახდეს პროვოკაციის მიზეზი. მე ბერშუეთთან ზალიკო უდუმაშვილიც დავინახე, რომელიც შეეცადა, იქ პარტიული ქულები დაეწერა, მე ასეთ ნაბიჯებს ვერ მივესალმები. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, თავისი უგუნური პოლიტიკით, ის შედეგი მოგვიტანა, რომ დღეს-დღეობით რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა მავთულხლართები შესაძლოა, მცხეთამდე გაავლონ, ამიტომ ამ საკითხში ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. დღეს ხელისუფლება არის ურთულეს მდგომარეობაში, დანატოვარი მემკვიდრეობის გამო“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები